logo
ENG



"და ჰაუს რეკორდსი", 10 000 ლარით დაჯარიმების მიუხედავად, მუშაობის შეწყვეტას არ აპირებს

29 ნოე 202017:27
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/29/7o0d9caerycllk1.jpg

"და ჰაუს რეკორდსი", 10 000 ლარით დაჯარიმების მიუხედავად, მუშაობის შეწყვეტას არ აპირებს. 

შრომის ინსპექცია აცხადებს, რომ და ჰაუს რეკორდსი ღამის კლუბია, რომელიც, დაჯარიმების მიუხედავად, საქმიანობას მაინც აგრძელებდა. სისხლისსამართლებრივი რეაგირებისთვის ინსპექციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა. 

თავად და ჰაუს რეკორდსის წარმომადგენლების თქმით, შპს რეგისტრირებულია, როგორც ხმის ჩამწერი სტუდია, შესაბამისად, ისინი სტუდიაში ხმას წერდნენ, თუმცა, იმის გამო, რომ პარალელურად რამდენიმე ადამიანი ცეკვავდა, შრომის ინსპექციამ ის ღამის კლუბად მიიჩნია. მათივე განცხადებით, როგორც ცხელ ხაზზე - 114, ისე ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ თუ ზოგად წესებს დაიცავდნენ, მუშაობის უფლება ჰქონდათ, თუმცა, მაინც დააჯარიმეს. 

"და ჰაუს რეკორდსის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჯარიმას გაასაჩივრებენ, მუშაობის გაჩერებას კი არ გეგმავენ. 

"და ჰაუს რეკორდსის" გარდა, დაწესებული რეგულაციების მიუხედავად, მუშაობის შეჩერებაზე უარი თქვა ბათუმში ფიტნეს კლუბმა რეფორმერმა, ასევე მუზეუმმა Holoseum

შრომის ინსპექციის განცხადებით კი, ბოლო 2 დღეში 2 ობიექტი დაჯარიმდა, 2 309-ის მუშაობა კი შეჩერდა. 


close დახურვა